კომპანიების Tesla და SpaceX დამფუძნებელი ბიზნესმენი ილონ მასკი გეგმავს ტეხასის შტატში ახალი ქალაქის აშენებას. ამის შესახებ მან Twitter-ში დაწერა.
Bloomberg-ის ინფორმაციით, საუბარია ტეხასის სოფელ ბოკა-ჩიკას გადაკეთებაზე ქალაქად, სადაც მდებარეობს SpaceX-ის კოსმოდრომი. საკუთარი პუბლიკაციის კომენტარებში მასკმა მოგვიანებით დაწერა, რომ მომავალი ქალაქის ფართობი ამჟამინდელ სოფელზე ბევრად დიდია.
ოლქის მოსამართლემ ენდი ტრევინომ, რომელმაც უნდა გასცეს ნებართვა სოფლისთვის სახელის გადარქმევაზე, განაცხადა, რომ კომპანიის წამომადგენელმა აღნიშნული მოთხოვნით განაცხადი ცოტა ხნის წინ შეიტანა. ამასთანავე, დასძინა, რომ "ამისთვის მხოლოდ ერთი ტვიტი საკმარისი არ არის“ და კომპანიას მოუწევს ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა.
ბოკა-ჩიკას ბაზაზე ახალი დასახლებული პუნქტის შექმნის პროცესი უნდა გაკონტროლდეს კემერონის ოლქის ხელისუფლების მხრიდან - წერს სააგენტო. იქ უნდა მოხდეს მთელი რიგი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მათ შორის, წყალმომარაგების ცენტრალური სისტემის დანერგვა, რომელიც ახლა არ არის.
შეგახსენებთ, ტეხასში საცხოვრებლად გადასვლის შესახებ მასკმა 2020 წელს განაცხადა. მანამდე მან გააკრტიკა ის შემზღუდავი ზომები, რომლებიც პანდემიის გამო კალიფორნიაში მოქმედებდა და აღნიშნა, რომ საქმიანობას ტეხასში შეუდგებოდა. იმავდროულად მასკმა გასაყიდად გამოიტანა მისი უძრავი ქონება კალიფორნიაში, ვინაიდან ქონება „ქვემოთ ექაჩებოდა“.
გარდა ამისა, 2020 წლის ივლისში Tesla-ს დაფუძნებელმა განაცხადა, რომ ტეხასში გახსნიდა ახალ გიგაქარხანას ელექტრომობილების წარმოებისთვის. იქ მოხდება კომპანიის პირველი ელექტრო-პიკაპის Cybertruck-ის წარმოება და ამასთან ერთად, ააწყობენ Model 3 და Model Y მოდელებს აღმოსავლეთის შტატების მომხმარებლებისთვის.