BMW-ს იაპონიის ოფისი სალონებს გაუყიდავი ავტომობილების შეძენას აიძულებდა

კომპანია BMW-ს იაპონიის განყოფილება რამდენიმე წლის განმავლობაში მის დაქვემდებარებულ დილერებს აიძულებდა თავად შეეძინათ ავტომობილები, იმ შემთხვევაში, თუ ისინი მათზე დაკისრებულ ყოველთვიურ რეალიზაციის გეგმას ვერ შეასრულებდნენ. ეს ავტომობილები შემდეგ ფორმდებოდა როგორც მეორადი, იყიდებოდა უფრო იაფად, რაც დილერებს სერიოზულად აზარალებდა ფინანსურად, წერს სააგენტო Кyodo.

სააგენტოს ცნობით, ასეთი პრაქტიკის გამოყენება კომპანიამ 6 წლის წინ დაიწყო, თუმცა შეწყდა მას შემდეგ, რაც იაპონიის ხელისუფლებამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. მათ აღნიშნულ ქმედებაში ანტიმონოპოლიური კანონდარღვევის ნიშნები დაინახეს.

ამ დროისთვის BMW-ს ადგილობრივმა წარმომადგენლობამ დოკუმენტები მიაწოდა მარეგულრიებელს, რომელიც საქმეს იკვლევს. კომპანია ირწმუნება, რომ გაყიდვების მაღალი მოთხოვნები უკვე პრაქტიკაში არ გამოიყენება და მათ ნაცვლად ახლა ზომიერი წესები მოქმედებს, რომელიც მუშავდება სავაჭრო სალონებთან ინდივიდუალურად. ეს კი საშუალებას მისცემს BMW-ს ადგილობრივ წარმომადგელობას თავიდან აირიდოს ჯარიმები.

კოკა კვირკველია