ფაქტია, რომ სტარტაპების უმეტესობა წარმატებული ვერ ხდება. სინამდვილეში, რაც უფრო ინოვაციურია თქვენი სტარტაპის იდეა, მით უფრო მეტია მისი წარუმატებლობის ალბათობა. შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ათიდან ორი ბიზნესი პირველ წელს ამუშავებას ვერ ახერხებს, ათიდან ექვსი კი 10 წლამდე ფუნქციონირებას წყვეტს.
სანამ საკუთარ რესურსებს სრულად ჩადებთ სტარტაპში, უცილებელია გარკვევა, გაქვთ თუ არა სწორი საწყისი იდეა, რათა რისკები შეამციროთ.
პრობლემა ისაა, რომ თუ თქვენ გეგმავთ გააკეთოთ რაიმე მართლაც ინოვაციური, მსოფლიოს არცერთ ექსპერტს არ შეუძლია წინასწარ გითხრათ, იმუშავებს თუ არა იდეა. თუმცა გამოიკვეთა რამდენიმე სახასიათო ნიშანი, რისი ცოდნითაც შეძლებთ გადამოწმებას, გამართლდება თუ არა თქვენი მოლოდინები.
ძალიან მნიშველოვანია იდეის წარდგენისას ინვესტორს დაუმტკიცოთ, რომ სწორი მიმართულებით მიდიხართ. მიზანი მარტივია - დაადგინოთ, არსებობს თუ არა პრობლემა, რომელსაც აგვარებთ და რა გამოსავალი გაქვთ.
ინვესტორები დიდ უპირატესობას ანიჭებენ ისეთ სტარტაპებს, რომლებიც შედეგს რაც შეიძლება ნაკლები რესურსითა და ძალისხმევით დებენ. აუცილებელია, თავდაპირველად “ააშენოთ საცდელი პროტოტიპი და შეეცადოთ გაზარდოთ გაყიდვები“.
პირველი ნაბიჯი არის თქვენი წინადადების წარდგენა. თუ იდეის გაყიდვას აპირებთ, შეგიძლიათ პრეზენტაცია “იყიდოთ“. ამისთვის არსებობს პლატფორმები, რომლებიც ეფექტურ პრეზენტაციას გაგიკეთებენ.
ნაბიჯი მეორე - იპოვნეთ თქვენი მინიმალური სიცოცხლისუნარიანი სეგმენტი. ადამიანები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული პრობლემა, რომლის მოგვარებას ცდილობთ. თქვენ უნდა გქონდეთ შესაძლებლობა გაყიდოთ პროდუქტი საკმაოდ დიდ საბაზრო სეგმენტში. სტარტაპი მასშტაბური უნდა იყოს.
მესამე ნაბიჯი არის presales- ის ცდა და გაშვება. დაუკავშირდით თქვენს MVS წევრებს, გაავრცელეთ მცირე მიზნობრივი სარეკლამო კამპანიები. ამით მიიღებთ დაახლოებით მონაცემებს, თუ რა მასშტაბები აქვს თქვენს სტარტაპს.
საბოლოო ეტაპია თქვენს მომხმარებლებთან გასაუბრება უკუკავშირის მოსაზიდად. თუ შედეგები არ აკმაყოფილებს თქვენს მოლოდინს, საჭიროა ცვლილებები.