შეფუთვის გავლენა გაყიდვებზე დღესასწაულების პერიოდში

შეფუთვის დიზაინი გაყიდვების სტიმულირებას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს.

ათასობით პროდუქტს შორის მომხმარებელმა კონკრეტულად ერთზე არჩევანი შეიძლება ერთი წარწერის, ფორმისა და ფერების გამო შეაჩეროს, განსაკუთრებით, როცა საქმე სადღესასწაულო საჩუქარს ეხება.

ამის გათვალისწინებით, ბრენდები სპეციალიზებულ შეფუთვებს გვთავაზობენ მაგალითად, ახალი წლის, 8 მარტის თუ აღდგომის თემატიკით, რითიც გაყიდვებს ზრდიან.

colo1-1614840048.png

პროდუქტის სახელი, მისი მთავარი მესიჯი, პროდუქციის ტიპი, ბრენდის ცნობადობა და შეფუთვა - ჩამონათვალიდან პროდუქციის პრომოციის ყველა ასპექტი მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. მნიშვნელოვანია, შეფუთვა ხაზს უსვამდეს, რომ ხარისხიან პროდუქტს ვიძენთ. პრემიუმ კლასის შეფუთვის დაბეჭდვა კი შესაძლებელია მხოლოდ სპეციალური ტექნოლოგიით. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მრავალფეროვანი და მაღალი ხარისხის შეფუთვების დასაბეჭდად იყენებენ უახლეს ციფრულ ტექნოლოგიას. მისი მეშვეობით შეფუთვების წარმოება უსწრაფეს რეჟიმში მიმდინარეობს და კომპანიებს დროის დაზოგვის საშუალებას აძლევს.

colo2-1614840107.jpg

ხშირად, მომხმარებლები არჩევანს აკეთებენ ისეთი შეფუთვის საჩუქარზე, რომელსაც მოჰყვება მისალოცი ბარათი, რათა საყვარელ ადამიანს ტექსტი ხელით დაუწერონ. მსგავსი ბარათები უკვე შეფუთვის ნაწილი გახდა. კომპანიებს შეუძლიათ, მომხმარებელი ამ პატარა ნიუანსითაც მიიზიდონ.

როგორც „კოლორ ჯგუფში“ განმარტავენ, მათთვის მნიშვნელოვანია, შეფუთვების დამზადებისას ბიზნესმა დრო დაზოგოს და სამუშაოს ძირითადი ნაწილი კონტრაქტორს მიანდოს. ამისთვის შეიქმნა დიზაინერთა გუნდი, რომელიც ქმნის შეფუთვების ვიზუალს და ბრენდთან თანხმობის შემდეგ, სხვადასხვა ტექნოლოგიით ბეჭდავს.

„განსაკუთრებით დღესასწაულების პერიოდში, მომხმარებელი არჩევანს სასაჩუქრე შეფუთვებზე აკეთებს. ამ პერიოდში ადამიანები საკუთარი თავისთვის ნაკლებად შოპინგობენ, ძირითადად, ახლობლებზე არიან ფოკუსირებულები. შესაბამისად, ბიზნესების მხრიდან სასაჩუქრე შეფუთვებზე მოთხოვნა საკმაოდ გაზრდილია. სტატისტიკური მონაცემებითაც რომ გადავამოწმოთ, სასაჩუქრე ვიზუალზე მეტი გაყიდვები მოდის“, - აღნიშნავენ „კოლორ ჯგუფში“.

(R)