ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, 500 კოლოფი უაქციზო სიგარეტი გამოავლინეს, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან იუწყებიან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს საქონელი ჩამოერთვა.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შესაძლო დანაშაულის ნიშნების არსებობის გამო, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.