Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3138 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3138 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3150 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 2 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3252 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9976 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.