„ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა“ - საიდან განხორციელდება ავიარეისები

სასიხარულო ინფორმაცია - ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მისივე თქმით, 19, 22 და 26 მარტს ისრაელის ავიაკომპანია სამ ტურისტულ, ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

„სასიხარულო ინფორმაცია - გამოჩნდა უკვე პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადი, კერძოდ, მარტის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტურ ჩარტერულ რეისს 19, 22 და 26 მარტს თელავივი-ბათუმი-თელავივის მიმართულებით - ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების“, - განაცხადა თურნავამ.