„თეგეტა“ ჰოლდინგის წევრი კომპანია, Europcar კომპანიებს საოპერაციო ლიზინგის საუკეთესო პირობებს და ავტოპარკის მართვის სხვადასხვა მოდელს სთავაზობს, - ამის შესახებ „თეგეტას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო გადაწყვეტილებაა კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ ჰყავდეთ გამართული ავტომობილები, მიიღონ მაქსიმალური კომფორტი და რაც მთავარია, თავი აარიდონ მოცულობით ფინანსურ ხარჯებს.
საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კომპანია თავიდან აირიდებს ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებულ სირთულეებს, ფინანსური სახსრების გამოყოფას ან საბანკო ვალდებულებებს, და რაც მთავარია, ავტოპარკის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს.
„Europcar Georgia”-ს საშუალებით კომპანიებს შეუძლიათ დაზოგონ ფინანსები, დრო, ადამიანური რესურსი და ისარგებლონ მაქსიმალური კომფორტით და მოქნილობით, როგორებიცაა:
Europcar-ის საოპერაციო ლიზინგის დახმარებით კომპანიები მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ ფინანსურ მაჩვენებლებს დამატებითი სასესხო ვალდებულებების თავიდან აცილებით, ბიუჯეტის დაგეგმვის სიმარტივითა და ხარჯების ოპტიმიზაციით. მომსახურების პაკეტი მოიცავს:
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიის ქოლცენტრს: (+995) 591 17 67 93, corporate@europcar.ge”