ფრანგული ფუფუნების პროდუქციის მწარმოებელი კომპანია LVMH ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია გახდა. აქამდე ეს ტიტული შვეიცარულ კვების პროდუქტების მწარმოებელ Nestle-ს ეკავა.
Finaria-ს ანალიტიკოსების ინფორმაციით, ფრანგული კონგლომერატის კაპიტალიზაცია გასულ კვირას 319,4 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, Nestle-ს კაპიტალიზაცია კი 292 მილიარდ დოლარად. უკვე ახლა კი ფრანგული კომპანიის ღირებულება 328.9 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და მთელი 20 მილიარდით მეტია შვეიცარული Nestle-ს 308.7 მილიარდიან კაპიტალიზაციაზე. შედეგად LVMH გახდა ევროპის ყველაზე ძვირად ღირებული კომპანია, თუმცა ის მხოლოდ 21-ე ადგილზეა მსოფლიო რეიტინგში, სადაც 2,1 ტრილიონი დოლარის კაპიტალით ლიდერობს Apple.
LVMH-ის ჯგუფში ხუთი კატეგორიიდან შედის 75 ბრენდი, რომელთა შორისაა ტყავის ნივთების მწარმოებელი Louis Vuitton, შუშხუნა ღვინის ელიტური ბრენდი Moet-Hennessey და უმაღლესი დონის მოდის ბრენდები Dior, Givenchy და Fendi. კონგლომერატმა სულ ახლახანს შეიძინა ასევე ამერიკული სიუველირო კომპანია Tiffany & Co. 15.8 მილიარდ დოლარად, რაც თავის მხრივ, ყველაზე მსხვილი შენაძენია ლუქს კლასის ბიზნეს ისტორიაში.