კომპანია Walt Disney Co. მიმდინარე წლის განმავლობაში ჩრდილოეთ ამერიკაში სულ ცოტა 60 მაღაზიას Disney Store-ს დახურავს. სააგენტო Dow Jones-ს კომპანიის პრეს-სამსახურში განუმარტეს, რომ კომპანიამ გადაწყვიტა კონცენტრირება მოახდინოს ელექტრონულ კომერციაზე და შეამციროს ოფლაინ მაღაზიების რაოდენობა.
Disney-ის ყველა დასახური მაღაზია ლოქდაუნის მსხვერპლი იყო და პერმანენტულად დახურულ მდგომარეობაში. სულ Disney-ის ამ ტიპის 300 მაღაზია აქვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. Disney Store-ში ექსკლუზიურად არის წარმოდგენილი სხვადასხვა ტიპის პროდუქცია, თუმცა მათი საცალო ვაჭრობა პანდემიამ მნიშვნელოვნად დააზარალა.
მომდევნო წლიდან Disney უკვე იმუშავებს ელექტრონული კომერციის პლატფორმის გაუმჯობესებაზე და სულ უფრო განავითარებს ონლაინ შოპინგს მობილურ აპლიაკციაში Disney Parks და სოციალურ ქსელებში.
გარდა ამისა, კომპანია გეგმავს გააფართოვოს პროდუქციის ხაზი, ისე რომ, მეტი აქცენტი გააკეთოს პროდუქციაზე, რომელსაც შეუძლია უფროსი თაობის მომხრობაც, მათ შორის, ტანსაცმელი, სახლის პროდუქცია და საკოლექციო ნაწარმი.
შეგახსენებთ, Disney-ის აქციებმა გასულ წელს 61%-ით მოიმატა. ამასთან, კომპანიამ თებერვალში მიიღო გადაწყვეტილება დახუროს კინოსტუდია Blue Sky Studios, რომელსაც არსებობის 34-წლიანი ისტორია ჰქონდა და მის მიერაა შექმნილი ისეთი ცნობილი ანიმაციები, როგორიცაა: რიო, დიდი გამყინვარება და სხვა.