1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3190 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.3190 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3252 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0062 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9977 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9976 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0001 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.