ინტერნეტ-კომპანიამ Google განაცხადა, რომ არ გეგმავს შეიმუშავოს ახალი სარეკლამო ინსტრუმენტები, რომლებიც დაფუძნებულია მომხმარებელთა ინტერნეტ გვერდების მონახულების თვალთვალზე.
ამიერიდან კომპანია მის სარეკლამო პროდუქციაში გამოიყენებს ახალ ტექნოლოგიებს, რომლებიც დაიცავს მომხმარებელთა კონფიდენციალურობას და საშუალებას მისცემს მოახდინოს რეკლამის ტარგეტირება ისე, რომ არ აწარმოოს მომხმარებელთა ქცევის დაკვირვება მონახულებული გვერდების ინტერესის მიხედვით.
ჯერ კიდევ გასულ წელს Google-მა განაცხადა, რომ უარს იტყოდა მომხმარებელთა ინტერესებზე დაკვირვებაზე, 3 მარტს კი განაცხადა, რომ სამომავლოდ ის „არ შეიმუშავებს ალტერნატიულ ინდიკატორებს, რომლებიც მომხმარებელთა ქცევებს დააკვირდება ინტერნეტში და არ გამოიყენებს მათ საკუთარ პროდუქციაში“.
Google-ში აღნიშნავენ, რომ ეს გეგმები ეხება მხოლოდ ვებგვერდებს და არ ეხებათ ინსტრუმენტებს, რომლებიც გამოიყენება მობილურ აპლიკაციებში.