უნგრეთში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით შეზღუდვები მკაცრდება, რათა ქვეყანა „ძლიერ“ მესამე ტალღას გაუმკლავდეს.
ქვეყანაში იხურება მაღაზიების უმეტესობა და დაწყებითი კლასები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადიან. კონკრეტულად კი, საბავშვო ბაღები და დაწყებითი სკოლები იხურება 7 აპრილამდე, ასევე, 8 მარტიდან 22 მარტამდე იხურება ყველა მაღაზია, გარდა საკვების მაღაზიების, აფთიაქებისა და ბენზინგასამართი სადგურებისა.
პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის განცხადებით, მესამე ტალღა ყველაზე ცუდია, რაც ამ დრომდე ქვეყანაში ყოფილა და მთავრობამ გადაწყვიტა „ლოქდაუნის“ ფარგლებში არსებული შეზღუდვების გამკაცრება, რათა თავიდან იქნას აცილებული სიკვდილიანობა.
მთავრობაში ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინაციის კამპანია დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს, თუმცა არც ისე სწრაფად, რომ ინფექციის გავრცელება შეაჩეროს.