2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს-სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 10,1%-ით შემცირდა - ამის შესახებ აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.
საწარმოთა საქმიანობის შესახებ ანგარიშიც მიხედვით, 2020 წლის IV კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 641.6 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 10.1 პროცენტით ნაკლებია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.1 პროცენტი ქალია, ხოლო 58.9 პროცენტი - კაცი.
ამასთან, საქსტატის ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 41.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 22.8 პროცენტი- საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 36.0 პროცენტი - მცირე ბიზნესზე. დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 609.0 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით - 9.6 პროცენტით ნაკლები).
საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე - 2 637.8 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.9 პროცენტით ნაკლები).
რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით, აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: