ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო ხელფასი გაიზარდა - საქსტატი

2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით საშუალო ხელფასის მოცულობამ 1 417.0 ლარი შეადგინა. (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 12.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა - 1070,1 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 21.8 ლარით).

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 439.6 ლარი
  • საშუალო ბიზნესი – 1 632.6 ლარი
  • მცირე ბიზნესი – 1 228.4 ლარი