2020 წლის მე-4 კვარტალში ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 1 417.0 ლარამდე გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, ეს 12,2 ლარით მეტია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
სფეროებს შორის პირველ ადგილზე პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობებია, სადაც საშუალო ანაზღაურება თვეში 2 319 ლარია. მეორე ადგილზეა ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი, სადაც დასაქმებულთა საშუალო ანაზღაურება 2 257.2 ლარს შეადგენს. ყველაზე დაბალანაზღაურებადი სფერო ამჯერად განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების სექტორი იყო, სადაც საშუალო ანაზღაურება 873, 6 ლარია.
საშუალო ყოველთვიური ხელფასები ეკონომიკური საქმიანობის სახეების მიხედვით:
- პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2 319.9 ლარი
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 257.2 ლარი
- ხელოვნება, გართობა და დასვენება - 2 114.3 ლარი
- მშენებლობა - 2 074.4 ლარი
- სამთომოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 1 855.8 ლარი
- ტრანსპორტი და დასაწყობება - 1 710.9 ლარი
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება - 1 548.6 ლარი
- დამამუშავებელი მრეწველობა - 1 261.4 ლარი
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი - 1 243.5 ლარი
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1 165.8 ლარი
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები - 1 130.3 ლარი
- განათლება - 1 106.4 ლარი
- წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები - 1 092.4 ლარი
- სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1 006.3 ლარი
- ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები - 903.6 ლარი
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები - 873.6 ლარი