1995 წელის 1-ლი იანვარს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნის მომენტიდან მოყოლებული მისმა წევრმა ქვეყნებმა სულ განიხილეს 598 დავა. როგორც ორგანიზაციის მონაცემებში ვკითხულობთ, ამ ხნის განმავლობაში 51-მა ქვეყანამ მინიმუმ 1 დავის ინიცირება მოახდინა, 60 - გახდა მოპასუხე სულ ცოტა ერთი საჩივრის მიმართ. სულ კი დავებში მონაწილეობა მიღებული აქვს ორგანიზაციის წევრ 110 ქვეყანას.
ყველაზე მეტი მოთხოვნა კონსულტაციების დაწყებაზე (ეს პირველი ეტაპია) ქვეყნებმა შეიატნეს ორგანიზაციის დაარსების პირველ წლებში. კიდევ ერთი „აფეთქება“ მოხდა 2018 წელს, რაც გამოწვეული იყო აშშ-ის ცალმხრივი ტარიფების გაზრდით ალუმინსა და რკინის იმპორტზე ცალკეული ქვეყნებიდან.
2020 წელს ქვეყნებმა მხოლოდ 5 განაცხადი შეიტანეს, მაშინ როცა 2019 წელს - 20. 2020 წლის მაჩვენებელი კი აბსოლუტური მინიმუმია მსო-ში.
გარდა პანდემიის გამო შემქნილი არაორდინალური ვითარებისა, ასეთი დაბალი მაჩვენებელი მიუთითებს მსო-ს დაბალ ფუნქციონალურობაზე. შტატებს ამ დრომდე დაბლოკი აქვთ ახალი მოსამართლეების დანიშნვის საკითხი ორგანიზაციის სააპელაციო ორგანოში. მისი მუშაობა შეფერხებულია 2019 წლის 10 დეკემბრიდან. ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ დავების გადამწყვეტი ძირითადი ორგანო ფუნციონირებს, მისი გადაწყვეტილებების აღსრულება ფაქტობრივად, ნებაყოფლობით სურვილზეა დამოკიდებული - ვინაიდან საბოლოო და სავალდებულო გადაწვეტილებად ითვლება ის გადაწყვეტილება, რომელიც გამოაქვს სააპელაციო ინსტანციას.
მსო-ს მონაცემებით, მისი არსებობის განმავლობაში დავების 60% არბიტრების ფორმირებამდე მიდიოდა. მათ განაჩენი გამოტანილი აქვთ 265 დავაზე, 174 შემთხვევაში კი ისინი გასაჩივრდა. სააპელაციო ორგანოს მუშაობის შეჩერების გამო ამ დრომდე შეჩერებულია 16 სარჩელი.