რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა

რიყის დოქები განმეორებით აუქციონზეც ვერ გაიყიდა. რიყის დოქების გასაყიდად გამოცხადებული ღია ელექტრონული აუქციონი, რომელიც 1 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, დღეს დასრულდა.

აუქციონი ჩაიშალა, რადგან ყიდვის სურვილი არავინ გამოთქვა.

ცნობისთვის, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, რიყის დოქები, მრავალფუნქციური კომპლექსის მოწყობის მიზნით, გასაყიდად ელექტრონულ აუქციონზე 2021 წლის 4 თებერვალს გამოიტანა. პირველ აუქციონთან შედარებით რიყის დოქების საწყისი ღირებულება 71 250 000 ლარამდე შემცირდა.

თავდაპირველად, აღნიშნული უძრავი ქონება 2020 წლის 5 თებერვალს აუქციონზე 95 მლნ ლარად იყო გამოტანილი, თუმცა ლოტზე ვაჭრობა არ შედგა.