ვებსტერის საქართველოს კამპუსი პირველი სტუდენტების მისაღებად ემზადება

ვებსტერის უნივერსიტეტის ფილიალი საქართველოში ოფიციალურად დარეგისტრირდა. თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც BTU-ს ბაზაზე აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტის რეგიონალური კამპუსის შექმნას ითვალისწინებს, რამდენიმე დღის წინ გაფორმდა.

კამპუსის ტერიტორიაზე აქტიურად მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, 2022 წლიდან ვებსტერის ფილიალი საქართველოში სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს.

საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამები საერთაშორისო ურთიერთობების, მედიაკომუნიკაციების და ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით განხორციელდება. პროგრამებით დაინტერესბულ პირთა წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს მითითებულ ბმულზე

საერთაშორისო განათლების ლიდერი ვებსტერის უნივერსიტეტი კამპუსებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის ჰოლანდიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, საბერძნეთში ფლობს. ვებსტერის უნივერსიტეტს 50-ზე მეტი კამპუსი აქვს აშშ-ში, მათ შორის: კალიფორნიაში, კოლორადოში, ჯორჯიაში, ილიონოისში, ვაშინგტონში და სხვა.

ვებსტერის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან, 1915 წლიდან ლიდერობს სხვადასხვა სარეიტინგო სისტემებში და დღეს ფლობს კამპუსებს ჩრდილოეთ ამერიკის, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებზე. ბოლო წლებში, საზღვარგარეთ განხორციელებული პროგრამებით, ვებსტერი აშშ-ს #4 სასწავლებელი გახდა ,,ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტების’’ რეიტინგში, სადაც აშშ-ს 1500 სასწავლებლიდან მხოლოდ 44 მოხვდა.

ვებსტერის უნივერსიტეტის საერთაშორისო რეპუტაციას და ხარისხს სხვადასხვა სარეიტინგო სისტემებში მისი ლიდერობა ასახავს: Washington Monthly, College NET, National Council for Accreditation of Teacher Education (NCATE), College Choice, AccreditedSchoolsOnline.org, Military Times და სხვა.

157157245-1392374244439374-2820638620803242187-n-1614951913.png

157898576-444444670092428-1136679176964932921-n-1614951931.png

157098002-340367464012597-5785494567270029538-n-1614952049.jpg