ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს „ფაიზერთან“ ხარვეზი არასდროს ჰქონია.
როგორც მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დასაზუსტებელი იყო გარკვეული პირობები, რომლებიც დღეს შეათანხმეს.
„ფაიზერთან“ ხარვეზი სამინისტროს არც არასდროს ჰქონია და „ფაიზერს“ არასდროს მიუნიშნებია ამ ხარვეზის არსებობის შესახებ, ამაზე შევთანხმდეთ. საკითხი შეეხებოდა დამატებითი პირობების დაზუსტებას. დღევანდელი სატელეფონი ზარი იყო სწორედ პირობების დაზუსტებისთვის. ყველა ინფორმაცია, რომელიც „ფაიზერს“ სჭირდება იმისთვის, რომ ვაქცინა გამოუშვას, აქვს და ასევე, აქვს ის ვაქცინა, დოზების იმ რაოდენობით, რომლებიც ქვეყანამ უნდა მიიღოს“, - განაცხადა გაბუნიამ.
ცნობისთვის, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინა საქართველოში, სავარაუდოდ, 22 მარტის კვირაში შემოვა.