ძაღლი “ლომის სისხლით“ და კლონირებული ლეკვები - ყველაზე ძვირად ღირებული ცხოველები მსოფლიოში

დახარჯავდით 2 მილიონ დოლარს ძაღლზე? ან 50 000 დოლარს თქვენი საყვარელი შინაური ცხოველის კლონირებისთვის, როგორც ეს მომღერალმა და მსახიობმა ბარბრა სტრეიზანდმა გააკეთა? ეს ყველაფერი წარმოუდგენლად ჟღერს, თუმცა რეალობაა.

გაიცანით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ცხოველები, რომლებშიც რამდენიმე ათეული ათასიდან, მილიონ დოლარამდეც კი არის გადახდილი.

ნაგაზი კიმი - 37 350 აშშ დოლარი

მიმდინარე წლის თებერვალში ყველაზე ძვირად ღირებული ბრიტანული ნაგაზი კიმი გახდა. ამ ჯიშის ძაღლის ფასი დაახლოებით 2 800 აშშ დოლარია, მაგრამ კიმი 13-ჯერ მეტად გაიყიდა. სტაფორდშირელმა ფერმერმა იგი 37,350 აშშ დოლარად შეიძინა.

მწვრთნელის თქმით, კიმი გამოირჩევა ინტელექტით და წითელი შეფერილობით, რომელიც მწყემსთა წრეებში ახლა მოდაშია.

ბენგალური კატა “კატო“ - 41 435 დოლარი

ბენგალური კატა “კატო“ ლონდონელმა ბიზესმენმა 1998 წელს 41,435 დოლარად იყიდა. მოგვიანებით კი უფრო მეტად, 66 495 აშშ დოლარად გაყიდა. რატომ მიიღო ბიზნესმენმა ასეთი გადაწყვეტილება, უცნობია. ბენგალური კატა ერთ-ერთ ძვირად ღირებულ ჯიშად ითვლება. იგი გამოყვანილია შინაური კატისა და აზიური ლეოპარდისგან, ჩვეულებრივ, თითო კნუტი დაახლოებით 500-დან 5000 დოლარამდე ღირს.

ბარბარა სტრეიზანდის კლონირებული ძაღლები - 50 000 აშშ დოლარი

სანამ ბარბარა სტრეიზანდის საყვარელი კოტონ დე ტულეარი 2017 წელს, 14 წლის ასაკში მოკვდებოდა, მსახიობს ძაღლის ოთხი კლონი უკვე ჰქონდა გაკეთებული. ღირებულება დაახლოებით 50 000 დოლარი იყო.

CC - პირველი კლონირებული კატა - 50,000 დოლარი

CC იყო პირველი წარმატებით კლონირებული კატა ჯერ კიდევ 2002 წელს. იგი დაიბადა კატა სუროგატისგან. მისი კლონირება მოხდა ტეხასის უნივერსიტეტში, პროექტი ბიზნესმა, რომელიც შინაური ცხოველების კლონირებას ცდილობდა, 50,000 აშშ დოლარით დააფინანსა.

2006 წელს CC- ს ჰყავდა სამი კნუტი, რომლებიც ბუნებრივად დაიბადნენ და ცხოვრობდნენ უნივერსიტეტის ერთ-ერთ პროფესორთან და მის მეუღლესთან ერთად ტეხასში. გავრცელებული ინფორმაციით, CC 2020 წლის მარტში მოკვდა, როდესაც 17 წლის იყო.

მაიკ ტაისონის ბენგალური ვეფხვები - თითო 70 000 დოლარი

გასული საუკუნის 90-იან წლებში მოკრივე მაიკ ტაისონი განთქმული იყო თავისი სამი ბენგალური ვეფხვით, თითოეული მათგანი კი 70 000 დოლარი ღირდა. ვეფხვების საკვებად საჭირო იყო თვეში 4000 დოლარი და 100000 დოლარი წლიურად დაზღვევისთვის. ტაისონი ერთ-ერთ ვეფხვს 16 წლის განმავლობაში ფლობდა.

”ბევრს არ შეუძლია თქვას, რომ მათ ვეფხვი აღზარდეს” - დაწერა ცოტა ხნის წინ ტაისონმა Twitter- ზე.

ძაღლი “ლომის სისხლით“ - 2 მილიონი დოლარი

ტიბეტური მასტიფი მხოლოდ ერთი წლის იყო, როდესაც ის მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული ძაღლი გახდა. 2014 წელს იგი 2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ძაღლი ცხოველის "ლომის სისხლით" მოხიბლულმა ჩინელმა მილიარდერმა, უძრავი ქონების დეველოპერმა იყიდა.

ტიბეტის მასტიფები ჩინეთში სიმდიდრის სიმბოლოდ იქცა.

აფრიკული ხარი Horizon - 11 მილიონი დოლარი

სამხრეთ აფრიკული ხარი Horizon, რქების წყალობით, ყველაზე ძვირადღირებული კამეჩია მსოფლიოში. 2016 წელს მისი ღირებულება 11 მილიონ დოლარად შეფასდა.

ამჟამად კამეჩს იყენებენ როგორც ტურისტულ ღირსშესანიშნაობას, რადგან ის აფრიკის "დიდ ხუთეულში" შედის. Horizon Descendants ფასი 150 000 დოლარზე მეტია.

(წყარო: lovemoney.com)

თეონა რამაზაშვილი