ბანკებში 19,7 მლრდი ლარის კომერციული ფართია დატვირთული - Top-5 ბანკი

სესხის მისაღებად ბანკების სასარგებლოდ 19,716 მილიარდი ლარის კომერციული უძრავი ქონებაა დატვირთული. ამის შესახებ მონაცემები კომერციული ბანკების 2020 წლის მე-4 კვარტლის ფინანსურ ანგარიშგებებშია მოცემული.

კერძოდ, ანგარიშგების თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით ყველაზე მეტი - 6,819 მლრდ ლარის კომერციული ფართია დატვირთული „თიბისი ბანკში“, შემდეგ მოდის „საქართველოს ბანკი“, ხუთეულში შედიან „ვითიბი ბანკი“, „ქართუ ბანკი“ და „ტერა ბანკი“.

Top-5 ბანკი, სადაც სესხის სანაცვლოდ ყველაზე მეტი კომერციული ფართია დატვირთული:

  • „თიბისი ბანკი“ – 6 819 534 516 ლარი
  • „საქართველოს ბანკი“ – 6 591 033 707 ლარი
  • „ვითიბი ბანკი“ – 1 831 173 672 ლარი
  • „ქართუ ბანკი“ – 1 026 290 067 ლარი
  • „ტერა ბანკი“ – 763 656 363 ლარი

ცნობისათვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.