ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 24,4 მლნ დოლარით შემცირდა და 3,866 მლრდ დოლარი შეადგინა. ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, ასევე შემცირდა მთლიანი ოფიციალური რეზერვების მოცულობაც, აქ კლება 25,4 მლნ დოლარია.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის იანვარში მთლიანი რეზერვების მოცულობა შეადგენდა 4,101 მლრდ დოლარს, თებერვალში კი 4,076 მლრდ-ს. სავალუტო რეზერვები კი იანვარში 3,891 მლრდ დოლარი იყო.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, მთლიანი სავალუტო რეზერვებიდან 2,205 მლრდ დოლარი ფასიან ქაღალდებშია, 1,661 მლრდ დოლარი კი ნაღდი უცხოური ვალუტაა.
რაც შეეხება წლიურ მაჩვენებელს, 2021 წლის თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მთლიანი რეზერვების მოცულობა გაზრდილია 638 მლნ დოლარით, სავალუტო რეზერვების კი 625,7 მლნ დოლარით.
ერთწლიან პერიოდში რეზერვების ზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი დონორი ორგანიზაციებიდან საქართველოსთვის გამოყოფილი თანხების ჩარიცხვებია.