ორშაბათიდან, 8 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. საუბარია, კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე დაწესებულ შეზღუდვებზე.
კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებების თანახმად, ორშაბათიდან, 8 მარტიდან:
- სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები (სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნა);
- ბათუმის გარდა, რესტორნები უკვე ყველგან დაიწყებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა);
- სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას.