როგორი იქნება დასასვენებელი კომპლექსი სურამში, რომელსაც ყოფილი დეპუტატი, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი აშენებს (+ფოტო)

ყოფილი დეპუტატის, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილის კომპანია „ივერია“ დაბა სურამში დასასვენებელ კომპლექსს აშენებს.

პროექტი გულისხმობს, სასტუმროს, კოტეჯების მშენებლობას შესაბამისი ინფრასტრუქტურით.

კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი 22305 კვ. მეტრს მოიცავს, აქედან დასაგეგმარებელი, ტერიტორია - 8 748 კვ. მეტრია. აღსანიშნავია, რომ გასული საუკუნის 70-იან წლებში აღნიშნული ტერიტორია წარმოადგენდა აქტიურ დასასვენებელ ზონას. კერძოდ, აღნიშნულ ადგილას განთავსებული იყო პიონერთა დასასვენებელი ბანაკი.

პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება - დასასვენებელი კომპლექსის კოტეჯების, სასტუმროს ტიპის პანსიონატის და მისი დამხმარე ნაგებობების მშენებლობა. ჯამში, საუბარია, 22 კოტეჯზე. რაც შეეხება სასტუმროს, იქნება 70 ნომერი. პირველ სართულზე განთავსდება რესტორანი - 250 ადამიანზე. ასევე სასტუმროს ტერიტორიაზე მოეწყობა: საკონფერენციო დარბაზი, მოსასვენებელი სივრცე, სამკურნალო ოთახები. სასტუმრო კომპლექსში გათვალისწინებულია ლაბორატორიების და სამედიცინო სადიაგონსტიკო კომპლექსის განთავსებაც.

ცნობისთვის, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი 4 მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. მეოთხედ დეპუტატი მე-9 მოწვევის პარლამენტში "ქართული ოცნების" პარტიული სიით, 2020 წლის 18 თებერვლიდან, მას შემდეგ გახდა, რაც ოთარ ჩრდილელი ჩაანაცვლა, რომელმაც საკანონმდებლო ორგანო საკუთარი გადაწყვეტილების საფუძველზე დატოვა.

sur8-1615016414.jpgsur7-1615016405.jpgsur6-1615016395.jpgsur4-1615016384.jpgsur3-1615016377.jpgsur2-1615016369.jpgsur-1-1615016361.png

თაია არდოტელი