„პსპ“ მომხმარებლებს აფრთხილებს და სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კერძოდ, როგორც კომპანიის მიერ მომხმარებლებისთვის გაგზავნილ სმს-შეტყობინებაშია აღნიშნული, კომპანიის სახელით ცრუ ინფორმაცია ვრცელდება.
„სმს-ით ვრცელდება ცრუ ინფორმაცია პსპ-ში ქეშბექ აქციის შესახებ. არ გახსნათ სმს-ით მოსული საიტის მისამართი და არ შეავსოთ საბანკო ინფორმაცია,“-აღნიშნულია შეტყობინებაში, რომელიც პსპ-მ მომხმარებლებს გაუგზავნა.