უკრაინამ 2020 წელს კორუფციის გამო, საბაჟოებიდან, გადასახდელებიდან და მოსაკრებლიდან 100 მილიარდი გრივნას (3,57 მლრდ დოლარი) შემოსავალი ვერ მიიღო. ამის შესახებ უკრაინის სახელმწიფო საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელმა პაველ რიაბკინმა ტელეკომპანია „უკრაინას“-ს ეთერში განაცხადა.
„ვფიქრობ, ჩრდილოვან სექტორებში, რუხსა და შავში, შეგვიძლია 100 მილიარდით მეტი გრივნის მიღება ქვეყნის ბიუჯეტში,“ - განაცხადა მან, როცა 2020 წლის შედეგებზე საუბრობდა.
უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ დაახლოებით, 5,5 ათას კომპანიაზე, რომლებიც საქმიანობენ უკრაინაში, მოდის მთლიანი საბაჟო შემოსავლების 90% სახელმწიფო ბიუჯეტში. საბაჟო სამსახურის ცნობით, საერთაშორისო ვაჭრობაში ჩართული 217 ათასიდან დაახლოებით, 200 ათასი კომპანია არის „ჩრდილოვან სეგმენტში“.
რიაბკინის აზრით, იმისათვის რომ შემცირდეს საბაჟოებზე კორუფცია, აუცილებელია პირველ რიგში გაიზარდოს საბაჟო ინფრასტრუქტურაში სახელმწიფო დაფინანსება, რათა მოხდეს პროცესების ავტომატიზირება და ადამიანური ფაქტორის მინიმიზება, ანუ ადამიანის უშუალო ჩართულობის შემცირება ტვირთის ინსპექტირებაში. მისი თქმით, უკრაინაში 2020 წელს 54 მილიარდი დოლარის საქონლის იმპორტი მოხდა.