ბაზარზე ჩაი კაფსულებში გამოჩნდება - „მეამა“ ყავის შემდეგ მომხმარებლებს ჩაისაც შესთავაზებს

ყავის კომპანია „მეამა“ მომხმარებლებს ჩაისაც შესთავაზებს. როგორც კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ჩანს, სხვადასხვა არომატის ჩაი კაფსულებში იქნება და მხოლოდ ამერიკული ფორმატის აპარატისთვის იქნება განკუთვნილი.

ამ ეტაპზე მომხმარებლებს „მეამას“ ჩაის სადეგუსტაციო ნაკრების შეძენა შეუძლიათ, თუმცა, უკვე მას შემდეგ, რაც ჩაი გაყიდვაში ჩაეშვება - ერთი კაფსულა 1,25 ლარი ეღირება, ხოლო ჩაის ერთი ყუთის (12 ცალი) ფასი 15 ლარი იქნება.

როგორც კომპანიის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, „მეამა“ მომხმარებლებს ჩაის 7 განსხვავებულ ნაზავს შესთავაზებს, მათ შორის 2 კლასიკურ გემოს, 2 ერლ გრეის და 3 არომატს: მანგო კარაბაო, კრემ ბრულე და შოკოლადის ფილა. მათივე ცნობით, ყველა გემო „მეამას“ ინტელექტუალური საკუთრებაა და შექმნილია ინდივიდუალური რეცეპტებით.

თაია არდოტელი