შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება

დღეიდან, 8 მარტიდან ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა აღარ იმოქმედებს. კერძოდ, საკოორდინაციო საბჭოს ბოლო გადაწყვეტილებების თანახმად, 8 მარტიდან:

  • სამთო კურორტებზე გაიხსნება საბაგიროები (სასტუმროები სამთო კურორტებზე 25 თებერვლიდან გაიხსნა);
  • ბათუმის გარდა, რესტორნები უკვე ყველგან დაიწყებს შიდა სივრცეებში ფუნქციონირებას (ბათუმში რესტორნებში შიდა სივრცეები 1-ლი მარტიდან გაიხსნა);
  • სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები შაბათ-კვირასაც აღადგენენ მუშაობას.