მსოფლიოში ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს.
ლონდონის ICE საფონდო ბირჟაზე მაისის ფიუჩერსებმა ერთ ბარელ Brent-ის ტიპის საწვავზე 71,2 დოლარს მიაღწია, ამერიკული ნედლი ნავთობის WTI-ის ღირებულება კი 67,59 დოლარამდე გაიზარდა.
საწვავზე ასეთი ფასები 2020 წლის იანვრის შემდეგ არ დაფიქსირებულა.
ცნობისათვის, ნავთობის ფასმა სტაბილურად ზრდა თებერვალში დაიწყო, როდესაც ამერიკაში, ტეხასში ძლიერი ყინვების გამო ჭაბურღილებმა მუშაობა შეაჩერეს. გაძვირებაზე იმოქმედა კორონავირუსის ვაქცინაციის ფონზე გლობალური ეკონომიკის აღდგენის ოპტიმისტურმა განწყობებმა. სწორედ, ამ ყველაფერმა განაპირობა ნავთობის ფასების კრიზისის წინა დონემდე დაბრუნება.