თებერვალში იპოთეკური სესხები 8.8%-ით შემცირდა

TBC კაპიტალის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, მიმდინარე წლის თებერვალში იპოთეკური სესხები 8.8%-ით შემცირდა. თუმცა აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იპოთეკური სესხების გაცემა თებერვალში შედარებით ნაკლებად შემცირდა, ვიდრე ეს 2021 წლის იანვარში იყო. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის იანვარში იპოთეკური სესხები ქვეყანაში 34%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ იანვარში მკვეთრი შემცირების შემდეგ, 1-25 თებერვლის პერიოდში თბილისში ბინების გაყიდვების რეგისტრაცია წლიურად გაზრდილია და ზრდის მაჩვენებელმა 1% შეადგინა. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ იანვარში ბინების გაყიდვების რეგისტრაციის კლება 6% იყო.

ავტორი: ნოდარ სირბილაძე