კურორტ გოდერძიზე საბაგიროები გაიხსნა

კურორტზე „გოდერძი" სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, სტუმრებს საბაგიროებით შეუძლიათ ისარგებლონ. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, რეგულაციების მიხედვით, გონდოლებზე ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა შესაძლებელი.

„შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე კურორტზე ბაბლისა და გონდოლას ტიპის საბაგიროები ფუნქციონირებს. რაც შეეხება განთავსების ობიექტებს, სასტუმროებმა კურორტზე ფუნქციონირება 25 თებერვლიდან განაახლეს. დღეის მონაცემებით, კურორტ გოდერძიზე 3 სასტუმრო და რამდენიმე კოტეჯი ღებულობს სტუმრებს. მათ შორისაა ახლად გახსნილი სასტუმრო "ამბასადორი გოდერძი", რომელშიც რესტორანი, ღამის კლუბი და აუზი ფუნქციონირებს. სტუმრებს იღებს სოფელ დანისპარაულში კურორტიდან 3 კმ-ში მდებარე საოჯახო-სასტუმრო სახლებიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.