იტალიამ AstraZeneca-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 65 წელს გადაცილებულ პირებში გამოყენების ნებართვა გასცა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა.
სამინისტროს განმარტებით, ვაქცინის მიღება შესაძლებელია იტალიაში 18 წელს გადაცილებული ყველა ადამიანისთვის, გარდა იმ პაციენტებისა, რომლებიც კონკრეტული პათოლოგიების მიმართ განსაკუთრებით დაუცველები არიან.
ცნობისათვის, აქამდე იტალიის მთავრობაში აცხადებდნენ, რომ 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების რეკომენდაციისთვის საკმარისი მონაცემები არ არსებობდა.