თენგიზ ცერცვაძე - კერძო სექტორს კომპანიებთან რაღაც მიმოწერები აქვთ და ამას მიიჩნევენ ვაქცინის შემოტანის საკმარის საფუძვლად

კერძო სექტორის განცხადებები არ არის გულწრფელი. პირდაპირ გეტყვით, მათ არავინ უშლის ხელს ვაქცინა რომ შემოიტანონ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.

მისივენ თქმით, მსოფლიოს მთავარი მწარმოებლები და აღიარებული ვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინებს არ აძლევენ. ვინაიდან ვაქცინები არ არის საკმარისი.

„იცით, როგორ არის რეალური საქმე? კერძო კომპანიები ან ცალკეული პირები მოლაპარაკებას ცალკეულ კომპანიებთან აწარმოებენ, რაღაც მიმოწერა აქვთ და ამ მიმოწერას მიიჩნევენ საკმარის საფუძვლად, რომ მათ შეუძლიათ ვაქცინის შემოტანა. ასეთი მიმოწერა სახელმწიფოს აქვს 30 სუბიექტთან მაინც, აქედან რეალიზდება ერთი, ორი ან სამი. კერძო სექტორის წარმომადგენლები როცა ამბობენ, ჩვენ გვაქვს მიმოწერა, დაპირება და სახელმწიფო არ გვაძლევს ვაქცინის შემოტანის ნებას, არის ტყუილი.

დღეს არის სიტუაცია - მსოფლიოს მთავარი მწარმოებლები და აღიარებული ვაქცინის მწარმოებლები კერძო სექტორს ვაქცინებს არ აძლევენ. ვინაიდან ვაქცინები არ არის საკმარისი. მათ მთავრობებისგან აქვთ დავალება თუ თვითონ გადაწყვიტეს ასე არ ვიცი, მაგრამ სანამ ასეთი დეფიციტური სიტუაცია იქნება, ვაქცინები გაანაწილონ მკაცრად, სახელმწიფო მოთხოვნების მიხედვით, სახელმწიფო გარანტიების ქვეშ. კერძო სექტორს ისინი პირდებიან, მოლაპრაკებაში შედიან, მაგრამ ჯერჯერობით, კერძო სექტორს ვაქცინას არ აძლევენ. კი მაქვს მოლპარაკება, შეპირება, მაგრამ დღევანდელი მდგომარეობით მომწოდებლები მხოლოდ სახელმწიფოსთან ურთიერთობას აღიარებენ“,- განაცხადა ცერცვაძემ.

მისივე თქმით, როცა გაივლის ეს პერიოდი და მწვავე უკმარისობა აღარ იქნება, ვაქცინების ბაზარი კერძო მომწოდებლებისთვისაც გაიხსნება.

„მათაც ექნებათ სრული შესაძლებლობა შემოიტანონ და სახელმწიფო მხოლოდ მიესალმება. დღეს კერძო მომწოდებელმა ძალიან რომ მოინდომოს, სახელმწიფოს გარეშე ვერ შემოიტანს და სახელმწიფომ თუ შემოიტანა, მაშინ რაღად უნდა კერძო მომწოდებელი?! მომწოდებლები „ფაიზერი“, „მოდერნა“ და „ასტრაზენეკა“ მაინც სახელმწიფოს ელაპრაკებიან, კერძო პირებთან კი სარეზერვო მოლაპარაკებას აწარმოებენ“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.