საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 139 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 6 351 ტესტი ჩატარდა

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის ­მასშტაბით ჩატარდა 6 351 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 464 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 887 PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 139 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 273 137-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 8 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.19 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე - 1.63%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 129 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 015-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 601 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 139 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 3, იმერეთი - 24, ქვემო ქართლი - 9, შიდა ქართლი - 10, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 9, კახეთი - 3, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 495, საიდანაც: 1 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 697, აჭარაში - 152, იმერეთში - 266. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 278 პირი, მათ შორის, თბილისში - 115, აჭარაში - 27, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 77 პირი, მათგან თბილისში - 47, აჭარაში- 4, იმერეთში - 10. 114 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 91 - თბილისში, 12 - აჭარაში, 4 - იმერეთში. 998 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 252 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 145, ხოლო აჭარაში - 17.

სულ 6 ოქტომბრიდან - 8 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 568 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 438 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 2 417 პირი, აჭარაში - 453, იმერეთში - 679.