ჩინეთში „კოვიდ პასპორტების“ გაცემა დაიწყეს

ჩინეთმა ჯანმრთელობის სერტიფიკატების პროგრამა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, ციფრული სერთიფიკატი, რომელიც მომხმარებლის ვაქცინაციის სტატუსს და კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის შედეგს აჩვენებს, ჩინეთის მოქალაქეებისთვის ჩინურ სოციალურ მედია პლატფორმა WeChat-ზე დღეიდან ამოქმედებული პროგრამის საშუალებით არის ხელმისაწვდომი.

ამასთან, საერთაშორისო სერთიფიკატი ამჟამად მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებისთვის არის ხელმისაწვდომი და ის ჯერჯერობით სავალდებულო არ არის.

ჩინეთის პროგრამა დაშიფრულ QR კოდს მოიცავს, რომელიც თითოეულ ქვეყანას საშუალებას აძლევს, მოგზაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოიძიოს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი დოკუმენტის შემოღებაზე შეერთებული შტატებსა და დიდ ბრიტანეთშიც მსჯელობენ. ევროკავშირი კი ე.წ. „მწვანე პასპორტის“ გაცემას გეგმავს, რომელიც მოქალაქეებს როგორც ბლოკის წევრ ქვეყნებს შორის, ასევე მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობის საშუალებას მისცემს.