პანდემიის პერიოდში გაფართოებული ბიზნესი - ბაზარზე ფრინველის ხორცის ახალი ქართული ბრენდი „ნოსტე“ გამოჩნდა

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში ბაზარზე ახალი ქართული ბრენდი „ნოსტე“ გამოჩნდა.

კასპის რაიონში მდებარე ქათმის ფერმა კომპანია „ჯი პი პიმ“ 20 მილიონი ლარის ინვესტიციით გააფართოვა და მომხმარებელს მაღალი ხარისხის ფრინველის ხორცი და ხორცპროდუქტები შესთავაზა.

გეგმები ამბიციურია - სამომავლოდ, ქართული ბაზრის შემდეგ, „ნოსტე“ ექსპორტზე გასვლასაც აპირებს, უახლოეს პერიოდში კი „ჯი პი პი“ საფირმო მაღაზიებს თბილისისა და რუსთავის გარდა სხვა ქალაქებშიც გახსნის, სადაც მომხმარებელს გამორჩეული გემური თვისებების მქონე პროდუქციას შესთავაზებს.

კომპანია Georgian Poultry Production (GPP), შპს „ჯი პი პი“ 2018 წელს დაფუძნდა. საწარმო, როგორც ფერმა, ასევე ინკუბატორი, სადედე გუნდი და სასაკლაო კასპის რაიონში 4 ლოკაციაზე მდებარეობს. ის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და კომპლექსური საწარმოა, რომელიც წარმოების სრულ ციკლს ახორციელებს, რაც გულისხმობს პროდუქციის წარმოებას სადედე გუნდიდან - ნედლ პროდუქტამდე.

noste2-1615274937.jpg

„იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ბაზარზე ქათმის მოხმარება წლიდან წლამდე იზრდება, ხოლო ადგილობრივი რესურსი არასაკმარისია, გაჩნდა იდეა, რომ ინვესტიცია სოფლის მეურნეობის განხრით, კონკრეტულად კი მეფრინველეობის კუთხით განხორციელებულიყო.

კომპანია თავიდან მხოლოდ ბროილერის წიწილის რეალიზაციით შემოიფარგლებოდა. თუმცა 20- მილიონიანი ინვესტიციის შემდეგ, მოდერნიზებული სამეურნეო ინფრასტრუქტურით მოეწყო დამატებითი ფერმები და სასაკლაო, სადაც ბროილერის წიწილის გაზრდა და მათი ნედლი-პროდუქტის სახით მიღება ხორციელდება. შემდეგ კი ჯანსაღი ხორცპროდუქტების რეალიზება „ნოსტე“-ს ბრენდულ მაღაზიებში ხდება“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ „ჯი პი პის“ დირექტორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ფერმის სამეურნეო პროცესი 32 ჰა-ზეა განაწილებული. მეფრინველეობა წლიურად 8 მლნ-მდე კვერცხს აწარმოებს, საიდანაც 2 მლნ-მდე ფრთა ბროილერის ქათამია, რაც წლიურად, დაახლოებით, 3 000 ტონა ქათმის ხორცის წარმოებას გულისხმობს. ამ დროისთვის კომპანიაში, როგორ ფერმაში, ასევე საფირმო მაღაზიებში 300-მდე ადამიანია დასაქმებული.

„ადგილობრივი წარმოება და კონკრეტულად მეფრინველეობის სფერო, თბილისის გარეთ 32 ჰა-ზე გადაჭიმული ფერმა, შემნილი სამუშაო ადგილები და ხარისხიანი ნედლი ხორცპროდუქტების წარმოება საინტერესო და მიმზიდველი პროექტი აღმოჩნდა ყველასთვის და ასევე ფინანსური ინსტიტუებისთვისაც. სესხით დაგვაფინანსა საქართველოს ბანკმა და ასევე ჩავერთეთ სახელმწიფო პროგრამებში როგორიცაა: 1. აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა "შეღავათიანი აგრო-კრედიტი" (1,5 მილიონი ლარი) და 2. პროგრამა „აწარმოე საქართველოში“. (5 მილიონი ლარი)“, - განაცხადა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

noste3-1615274956.jpg

„ნოსტეს“ პროდუქცია დღეს როგორც 30-მდე საფირმო მაღაზიაში, ასევე „ფრესკოს“ სუპერმარკეტებში იყიდება. საფირმო მაღაზიები კი დედაქალაქის უბნებსა და რუსთავში სწორედ პანდემიის დროს, 2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოჩნდა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის, მალე „ნოსტეს“ სავაჭრო წერტილები საქართველოს სხვა ქალაქებშიც გამოჩნდება.

სამომავლოდ კი კომპანია ექსპორტის მიმართულებით სხვა კომპანიებთან თანამშრომლობას განიხილავს. „ჯი პი პი“ გეგმავს, რომ უცხოეთში გაიტანის როგორც ბროილერის წიწილა, ასევე გაყინული ხორცპროდუქტები.

„ზოგადად, ბაზარზე გამოჩენისთანავე „ნოსტემ“ უამრავი ერთგული მომხმარებელი შეიძინა, რაც განაპირობა პროდუქციის უდაოდ გამორჩეულმა გემურმა თვისებებმა და მაღალმა ხარისხმა. HACCP სტანდარტების დანერგვა და სურსათის კონტროლის მექანიზმების სრულად ჩართვა მომხმარებლებს გარანტირებულად მაღალი ხარისხის, უსაფრთხო პროდუქტს სთავაზობს. და ბაზარს ჰორმონალური და გენმოდიფიცირებული დანამატებისაგან თავისუფალი პროდუქციით უზრუნველყოფს“, - დასძინა გიორგი ფირცხალაიშვილმა.

(R)