Bloomberg-ზე ერთი დოლარი 3.3214 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3214 ლარად ივაჭრება.

პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3166 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 5 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3202 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9640 ლარია.

საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.