ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა კორონავირუსით ინფიცირებულების სტატისტიკაზე და განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, კლინიკებში კოვიდინფიცირებული 1383 პაციენტი მკურნალობს.
„დღევანდელი მდგომარეოებით, 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 10 გარდაცვალების შემთხვევა იყო. ზოგადად, ტესტირება დასვენების დღეებში არ ტარდება ბევრი, დაახლოებით, 6000 ტესტი ჩატარდა. ამ კვირაში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება ეპიდემიურ ტენდენციებზე, რაც ჩვენ მოგვცემს საშუალებას, ვიმსჯელოთ რამდენად უსაფრთხოდ გავიარეთ შეზღუდვების შემსუბუქების პირველი ეტაპი. რაც შეეხება კლინიკებში პაციენტების რაოდენობას, 1383 პაციენტი იმყოფება კოვიდის დიაგნოზით, აქედან 77 არის რეანიმაციურ განყოფილებაში და 278 პაციენტი მკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში“, - განაცხადა გაბუნიამ.