გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 116 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 312 მილიონზე მეტი ადამიანი აიცრა.
გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 8 მილიონამდე ადამიანს უტარდება, შესაბამისად კი ამ ტემპით პლანეტის მოსახლეობის 75%-ის აცრას საშუალოდ 3.8 წელი დასჭირდება.
ყველაზე მეტი 92 მილიონი ვაქცინირებული აშშ-შია, მას ჩინეთი მოჰყვება, სადაც 52.5 მილიონი ადამიანი აიცრა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში მოსახლეობის 42%-მა ვაქცინის ორივე დოზა ჩაიტარა. ისრაელის შემდეგ ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიმდინარეობს, სადაც ვაქცინის პირველი დოზა მოსახლეობის 58%-ს ჩაუტარდა. ისრაელისა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს გაერთიანებული სამეფო, აშშ, ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.