მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კოსმეტიკის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და საკვები პროდუქტების მწარმოებელი ნიდერლანდური კომპანია Unilever ამიერიდან არ გამოიყენებს მის კოსმეტიკურ ნაწარმზე სიტყვას „ნორმალური“. ამის შესახებ განცხადება კომპანიის პრესსამსახურმა გაავრცელა.
ბრენდის მხრიდან სიტყვა „ნორმალურზე“ უარის თქმა რეკლამაში და შეფუთვაზე კომესტიკისა და ჰიგიენის სხვა საშუალებებზე კომპანიის ახალი სტრატეგიის ფარგლებში ხდება. განვითარების ახალ სტრატეგიას კომპანიაში უწოდეს Positive Beauty. მან უნდა მოიტანოს მეტი სოციალური სამართლიანობა, ინკლუზიურობა და ეკოლოგიურობა კომპანიის პროდუქციაში.
„სიტყვაზე „ნორმალური“ უარის თქმა არის ერთ-ერთი ნაბიჯი იმ უამრავიდან, რომლის გადადგმას ჩვენ ვაპირებთ, რათა გაიდეალებულ სილამაზეს წინააღმდეგობა გავუწიოთ, ასევე დავასრულოთ დისკრიმიანცია და გავაფართოვოთ სილამაზის აღქმა“, - ნათქვამია განცხადებაში.
Unilever აღნიშნულ დასკვნამდე 10 ათასი ადამიანის გამოკითხვის შემდეგ მივიდა, რომელთა 70%-ისთვის სახისა და თმის მიმართ სიტყვა „ნორმალური“ იწვევს ნეგატიურ ეფექტს.
გარდა ამისა, კომპანია უარს იტყვის მის რეკლამებში მოდელების სხეულის ფორმებისა და კანის ფერის ციფრულ დამუშავებაზე. Unilever ასევე აპირებს რეკლამებში გადაიღოს ხალხი სხვადასხვა უმცირესობებიდან.
ცნობისთვის, დასავლურმა კომპანიებმა ე.წ. ეთიკის ახალი ნორმების დანერგვა საკუთარ ბრენდებში Black Lives Matter კამპანიის შემდეგ აქტიურად დაიწყეს, რომელიც ჯერ შტატებში აგორდა და შემდეგ ევროპაშიც გავრცელდა.
2020 წლის ივლისში Unilever-მა საკუთარი შეფუთვიდან ამოიღო სიტყვები „თეთრი“ და „ნათელი“. Johnson & Johnson-მა კი გაყიდვიდან ამოიღო კანის გამაღიავებელი კოსმეტიკა და ჰიგიენის საშუალებები.