წელს უკვე მესამედ Tesla-ს აქციები „დათვის“ ტრენდში გადავიდა

კომპანია Tesla Inc.-ის აქციების კოტირება ორშაბათს ზედიზედ მეხუთედ შემცირდა და ჯამში მთელი ხუთი სესიის განმავლობაში ჯამურად 21%-ით გაიაფდა.

სადღაც თვეზე ოდნავ მეტი ხნის წინ კი ამერიკული კომპანიის აქციები 34%-ით შემცირდა, ანუ მთელი 250 მილიარდი დოლარით - წერს MarketWatch. კომპანია წელს უკვე მესამედ წავიდა „დათვის“ ტრენდში, (როცა ფასიანი ქარალდების ღირებულება 20%-ზე მეტით იკლებს). აქამდე მსგავსი ტენდენციები კომპანიისთვის 2020 წლის მარტსა და სექტემბერშიც დაფიქსირებულა.

Tesla-ს ფასიანმა ქაღალდებმა პიკურ მაჩვენებელს 26 იანვარს მიაღწიეს, როცა ერთ ცალ აქციაზე ფასმა 850 დოლარი შეადგინა, ამის შემდეგ ის შემცირებულია 277 დოლარით.

ორშაბათს Tesla-ს აქციების კოტირებები 5,8%-ით არის შემცირებული 563 დოლარამდე.

ამასთან, ბოლო სესიების განმავლობაში კლების ფაზაში გადავიდნენ Tesla-ს კონკურენტებიც, Nio Inc.-ის აქციები ბოლო თვეში 38%-ით, Nikola Corp.-ის ასევე - 38%-ით ხოლო Li Auto Inc.-ის აქციები 30%-ით შემცირდა.

მიუხედავად ამისა, ბოლო 12 თვეში Tesla-ს აქციები 4,6-ჯერ არის გაზრდილი.

კოკა კვირკველია