სათამაშოების მწარმოებელი კომპანია მადელაინი ebay-ზე გაიყიდება

ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის პროექტის, ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან ,,GEclose2EU“ ბენეფიციარი სათამაშოების მწარმოებელი კომპანია ,,მადელაინი ebay-ზე გაიყიდება.

GEclose2EU-ს პროექტის მხარდაჭერით ტრენინგების და სხვადასხვა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის შემდეგ კომპანიამ უკვე განათავსა საკუთარი პროდუქცია E bay-ზე. ონლაინ პლატფორმაზე ბრენდის განთავსება კომპანიას შესაძლებლობას მისცემს კიდევ უფრო დაუახლოვდეს საერთაშორისო ბაზარს და მოახდინოს პროდუქციის პოპულარიზაცია უცხოურ ქვეყნებში.

ბრენდ მადელაინის შექმნის იდეა ჰობიდან გაჩნდა და კომპანია დღეს აწარმოებს ქართულ ხელნაკეთ, უსაფრთხო სათამაშოებს ბავშვებისთვის 0-დან 12 წლამდე აღსანიშნავია, რომ კომპანია პროდუქციის მასიურ წარმოებაზე გადადის, ასევე მუშაობს ახალი პროდუქტების შექმნაზე, რომელიც თანამედროვე დედებს ხელს შეუწყობს უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს ბავშვის მოვლის პროცესი.

...............

პროექტი „ქართული ბიზნესი ახლოს ევროპასთან" (GEclose2EU), 2018 წლიდან დაიწყო. პროექტს ახორციელებს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC) სააგენტო „აწარმოე საქართველოსთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა, მათი ცნობადობის გაზრდა ადგილობრივ და ევროპის ბაზარზე და ინტერნაციონალიზაციის ახალი შესაძლებლობების შექმნა.