FAO 2021 წელს ხორბლის რეკორდულ მოსავალს პროგნოზირებს

2021 წელს მსოფლიოში ხორბლის მოსავალმა, შესაძლოა, რეკორდულ მაჩვენებელს - 780 მლნ ტონას მიაღწიოს. FAO-ს ანალიტიკოსების პროგნოზით, ევროკავშირი უზრუნველყოფს მარცვლეულის წარმოების ზრდას, რათა რუსეთში ამინდის გამო შემცირებული მოსავლის კომპენსირება მოახდინოს.

ანალიტიკოსების პროგნოზით, წელს ევროკავშირში ხორბლის წარმოება 9%-ით გაიზრდება და მიაღწევს 137 მლნ ტონას. ასევე გაერთიანებულ სამეფოში დაგეგმილია ფართობის და შესაბამისად, მოსავლიანობის ზრდა.

როგორც latifundist-ი წერს, აზიასა და სხვა მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებში ხელისუფლებების მიერ გატარებული ღონისძიებების და კარგი ამინდების შედეგად, მოსავლის მოცულობამ შესაძლოა, წლიურ მაჩვენებელსაც გადააჭარბოს.