„ის რომ, ჩვენ საერთოდ უარი  ვთქვათ ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, ნიშნავს - კოლაფსში გვქონდეს ეკონიმიკა“

„ის რომ, ჩვენ საერთოდ უარი ვთქვათ ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, ნიშავს - კოლაფსში გვქონდეს ეკონიმიკა“ ,- ამის შესახებ პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

„როდესაც კრიზისია, პირველ რიგში უნდა გადაიდგას ისეთი ნაბიჯები, რომ პოსტ-კრიზისულ პერიოში რაც გვაქვს, ის გადავარჩინოთ... და ასეთია მომსახურების სექტორი. ამიტომ, დღეს მის გადარჩენაზეა ლაპარაკი, რომ საერთოდ კოლაფსში არ ჩავარდეს ქვეყნის ეკონომიკა. თუმცა, პარალელურად აუცილებელია ვიფიქროთ ქვეყნის ეკონომიკის რეალური სექტორის ამოქმედებაზე.

ნუ დაგვავიწყდება, პანდემიის პირველი ტალღის პირობებში, პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკის მინისტრს დავალება მისცა, აგარის შაქრის ქარხანასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რამდენიმე წლის წინ საერთოდ არ განიხილებოდა ეს თემა. ამიტომ, ასეთი საკითხები, ადგილობრივი წარმოების განვითარება იმ სანედლეულო ბაზის გამოყენებით, რაც ქვეყანაშია, მომწიფებულია და მე როგორც ვხვდები, მთავრობა გარკვეულწილად ამ საკითხზე მუშაობს. თუმცა, ის რომ, ჩვენ საერთოდ უარი ვთქვათ ტურიზმზე, მომსახურების სექტორზე, ნიშნავს, კოლაფში გვქონდეს ეკონიმიკა“,- განაცხადა ლადო პაპავამ.

ნინი ქეთელაური