მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 118 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს პლატფორმა worldometers-ი აქვეყნებს.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით 2 621 047 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი - 93.8 მილიონს შეადგენს.

ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ - 19-ით ინფიცირების 21.6 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.

კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-შია დადასტურებული, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - გაერთიანებული სამეფოა.