Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის ერთი დოლარი 3.3205 ლარად ივაჭრება.
პლატფორმაზე ვაჭრობა 3.3140 კურსით დაიწყო. ეროვნული ბანკის მიერ 9 მარტს დადგენილი კურსით, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება დღეს 3.3242 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9565 ლარია.
საქართველოს ეროვნული ბანკი ეროვნული ვალუტის ახალ ოფიციალურ კურსს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.