ამერიკული კორპორაცია Apple მიმდინარე წლის პირველ ნახევარში iPhone-ების წარმოების 20%-ით შემცირებას გეგმავს. როგორც იაპონური ჟურნალი Nikkei საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, შემცირების ძირითადი წილი მოვა მოდელზე iPhone 12 mini.
გამოცემის მონაცემებით, გასული წლის ბოლოს Apple-მა პარტნიორებს შეუკვეთა კომპონენტები 96 მილიონი სმარტფონის წარმოებისთვის სერიიდან iPhone 12, iPhone 11 და iPhone SE მიმდინარე წლის პირველი ნახევრისთვის, თუმცა ახლა კომპანიას შეკვეთა აქვს 75 მილიონ სმარტფონზე. ამასთან, ზოგიერთ კომპონენტების მიმწოდებლებს კომპანიამ თხოვნით მიმართა შეწყვიტოს iPhone 12 mini-სთვის დეტალების წარმოება და გადაერთოს iPhone 12 Pro და iPhone 12 Pro Max-ის წარმოებაზე.
Nikkei-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, iPhone 12 mini-ზე მოთხოვნა მოლოდინზე დაბალი აღმოჩნდა, რაც პირველ რიგში ელემენტებთან დაკავშირებული პრობლემითა და პატარა ზომის ეკრანითაა გამოწვეული.
გამოცემამ ასევე გაარკვია, რომ Apple-მა გადაწია MacBook-ის ორი ახალი ნოუთბუქის მოდელის მასიური წარმოების დაწყება 2021 წლის მეორე ნახევრისთვის.