,,ლოტო 6/42’’-ში ჯეკპოტი 1 015 291 ლარი გათამაშდა
ვინ არის ადამიანი, რომელმაც რამდენიმე საათის წინ, 1 მილიონი ლარი მოიგო?! 9 მარტს ამ დროისთვის უცნობმა პირმა, მხოლოდ 2 ლარად ,,ლოტო 6/42’’-ის გათამაშების ბილეთი შეიძინა. 2 ლარიანმა შენაძენმა კი ის საქართველოში ყველაზე იღბლიანი ადამიანი გახადა და მან ჯეკპოტი 1 015 291 ლარი მოიგო და ახალი მილიონერის სტატუსიც მოიპოვა.
,,საქართველოს ეროვნული ლატარია’’ ეძებს და ელოდება ჯეკპოტის მოგებულს, ლოტოს მოთამაშეებს კი უმორჩილესად სთხოვს გადაამოწმონ საკუთარი ,,ლოტო 6/42’’-ის 9 მარტის 311-ე ტირაჟის ბილეთები.
ჯეკპოტის კომბინაცია კი გახლავთ: 2, 14, 17, 20, 34, 38;
,,ძალიან გახარებულები ვართ და მოუთმენლად ველოდებით ჯეკპოტის მოგებულის გამოჩენას, ის ხომ მილიონერია!!!
ვისაც ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ ლატარიის თამაში, შეიძინეთ ბილეთები და ითამაშეთ მსოფლიოში ყველაზე უძველესი, იღბლიანი და კეთილი თამაში - ლოტო!
ლატარიაში მოგება სასწაული ნამდილად არ არის - რომც იყოს, ჩვენთან ეს სასწაულები ხდება!’’
- აცხადებენ ,,საქართველოს ეროვნულ ლატარიაში’’.
ჯეკპოტის მოგება რთული სულაც არ ყოფილა - ,,საქართველოს ეროვნული ლატარიის’’ ახალი კომპანია ბაზარზე სამი წელია რაც ოპერირებს და ამ დროის მანძილზე ,,ლოტო 6/42’’-ში ოთხი ჯეკპოტი გათამაშდა და აქედან უკვე მეორედ მილიონ ლარზე მეტი.
,,ლოტო 6/42’’-ის ახალი ჯეკპოტი კი უკვე ნახევარ მილიონ ლარზე მეტია, და ის ყოველი გათამაშების წინ იზრდება, გათამაშება კი ტარდება სამშაბათსა და პარასკევს, ტვ ,,იმედის’’ პირდაპირ ეთერში 20:55 საათზე.
გახსოვდეთ, იგებს ის ვინც თამაშობს, მოგება კი შეუძლია ყველას!