საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. "ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების 9 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 622 პირი ემსხვერპლა", - ნათქვამია ინფორმაციაში, რომელსაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 395 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 24 594 ტესტი ჩატარდა.